თბილისის აეროპორტის ტრასაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის ხანძარი საწყობის შინგით არ შესულა. ხანძარი სტამბის შენობაში გაჩნდა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიაზე დარჩენილი ხანძრის კერების ლიკვიდაცია. ხანძრის ჩაქრობაში 30-მდე სახანძრო ტექნიკა მონაწილეობდა და 150-მდე მეხანძრე. სამაშველო სამსახური ადგილზე მუშობას აგრძელებს.
სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, სპირტის, თხევადი აირები იყო, რომელიც ფეთქდებოდა, თუმცა ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მისივე ინფორმაციით, არ არიან დაშავებულები.