18 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ხანძრის შედეგად ზარალის ოდენობა უცნობია

კახეთის გზატკეცილზე მდებარე შენობაში ცეცხლის ლიკვიდირებას გუშინ, დაახლოებით, 3 საათი დასჭირდა. დამწვარია 800 კვადრატული მეტრის ფართი. ადგილზე მობილიზებული იყო 30 სახანძრო მანქანა და 150-მდე მეხანძრე-მაშველი. ზარალის ოდენობა დადგენილი ჯერ არ არის. ასევე უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

შპს "შარავანდის" ტერიტორიაზე განთავსებული სტამბის დამხმარე სათავსო ნაგებობიდან მაშველებმა 10-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ერთ-ერთი ვერსიით, თავდაპირველად, ცეცხლი იმ ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც საღებავები იყო განთავსებული.

„ის ნაწილი არის სტამბის საწყობი, ძირითადად, სპირტის შემცველ საღებავებს გაუჩნდა ცეცხლი და ალბათ მეტი საშიშროება მისი იყო. ის ერთი დანადგარი დგას, რომელიც სპირტის გადამუშავებას აკეთებს. ვარაუდია, რომ იმ დანადგარის მუშაობიდან მოხდა ყველაფერი,“ - განაცხადა შპს ”შარავანდის“ დირექტორმა, ვანო შარიქაძემ.

დღის ამბები