ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. აქედან 35 რუსეთის მოქალაქეა. დაშავებულებს სოხუმის საავადმყოფოში მკურნალობენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ ნაწილს ქალაქ სოჭის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანენ.
მომხდარის შედეგად, სოფელ პრიმორსკოეში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. აფეთქება ე. წ. თავდაცვის სამინისტროს საწყობში გუშინ მოხდა. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.