18 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
ოკუპირებული ხაზთან ხნულების გავლებას პოლიტიკოსები პროვოკაციად აფასებენ

რუსეთის მხრიდან მორიგ პროვოკაციად აფასებენ პოლიტიკოსები სოფელ არცევთან ხნულების გავლებას. უმრავლესობის აზრით, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას, თუმცა ხელისულფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე მუდმივად იყოს დღისწესრიგში.

„ეს ახალი თემა არ არის. ხდება მონიშვნა იმ ტერიტორიისა, რომლის ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა. პროვოკაციების თავიდან აცილების 2 რესურსი არსებობს, ერთი არის შეიარაღებული დაპირისპირება და მეორე - ის გზა, რასაც საქართველოს ხელისუფლებ ახორციელებს,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

„რუსეთის ნაბიჯები მიმართულია ერთ რამეზე - რომ საქართველოს სუვერენიტეტი შეულახოს და თუ შეძლებს, წაართვას, გადაგვაქციოს საკუთარ სატელიტად. ამ დროს, თავისუფალი სამყარო ღია მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მცდარია რუსეთის მიმართ.

„თავხედურ პოლიტიკას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და  დემოკრატიის განვითარება,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები