შპს "შარავანდის" ტერიტორიას დილიდან ასუფთავებენ, ადგილზე, სადაც გუშინ ხანძარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეებმა ცეცხლი გვიან ღამით ბოლომდე ჩააქრეს - ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ერთი სახანძრო ბრიგადა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ჯერ არ დადგენილა ზარალის ოდენობაც. იყო ცეცხლის სხვა შენობებზე გავრცელების საშიშროებაც, თუმცა მისი ლოკალიზება დროულად მოხერხდა. ამისთვის საჭირო გახდა რკინის კონსტრუქციების დაშლა.