2017 წლის ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში შემოსული ტურისტების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით არის გაზრდილი. ვიზიტორთა მზარდი ინტერესია როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროკავშირიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, შემოსავალმა უცხოური ტურიზმიდან 434 მილიონი დოლარი შეადგინა.