შრომის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით დღეს სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრა გაიმართა. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მათი განცხადებით, ხარვეზი, რომელიც უნდა შეიცვალოს, არის კანონის მოქმედების სფერო.
მესამე სექტორში თვლიან, რომ არეალი, რომელზეც მიღებული ნორმები გავრცელდება, გაცილებით დიდი უნდა იყოს, ვიდრე არსებულ პროექტშია მოცემული.
“სანქციები არ არის აქ არსებითი, კითხვა იყო სანქციებთან დაკავშირებით, აქ არის დაშვება რომ ქონდეს დაუბრკოლებელი და არსებითია სფერო მოქმედების, რომ ყველაზე გავრცელდეს, თორემ, მარტო სანქცია არ იქნება საკმარისი,“ - განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ლიკა წიკლაურმა.