18 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ბუნებრივ აირზე მომატებული ტარიფი - "ლეიბორისტულმა პარტიამ" სასამართლოში სარჩელი შეიტანა

"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა საკონსტიტუციო სასამართლოში ბუნებრივ აირზე მომატებულ ტარიფთან დაკავშირებით პარტიის სარჩელი შეიტანა. გიორგი გუგავას განცხადებით, ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე გაძვირდა გაზი, რასაც ხალხის კიდევ უფრო გაღატაკება მოჰყვება. 

“საქართველოში სიღარიბე გაიზარდა და ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს თავის მოქალაქეებზე, პირიქით, გაზარდეს გაზის ტარიფი, რომელიც ისედაც უმძიმეს სოციალურ მდგომარეობას, კიდევ უფრო კატასტროფულს გახდის,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

დღის ამბები