18 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
საქსტატის მონაცემები - ოპოზიცია ფასების კიდევ უფრო გაზრდას პროგნოზირებს 

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ივლისში ფასები გაიზარდა. წინა წლის ივლისთან შედარებით ყველაზე მეტად ბოსტნეული და ხილი გაძვირდა. ფასები გაძვირებულია ტრანსპორტზე და ჯანდაცვაზე.

"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასების ზრდის დინამიკას აკვირდება. დეპუტატი ამბობს, რომ საკვების გარდა მოსახლეობას ფული სხვა რამის შესაძენად აღარ რჩება. 

ოპოზიცია პროგნოზირებს, რომ ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, განსაკუთრებით კი რეგიონებში, სადაც სემეკის გადაწყვეტილებით გაზის ტარიფი საგრძნობლად გაიზარდა ზოგიერთ რეგიონში 17 თეთრიანი მატებაც კი დაფიქსირდა.

საქსტატის მონაცემების მიხედვით ყველაზე მეტად ფასები თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელზეა გაზრდილი.

დღის ამბები