18 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
საკონსტიტუციო პროექტი და რელიგიის თავისუფლება - სამოქალაქო სექტორის მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს

არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციის ახალი პროექტის იმ მუხლებს აპროტესტებენ, რომლებიც რელიგიის თავისუფლებას ეხება.

სამოქალაქო სექტორი საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებს მიმართვა უკვე გაუგზავნეს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ვრცელი მიმართვის ადრესატები საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტი, ვენეციის კომისია, გაერო და ევროსაბჭო არიან. გზავნილის ავტორები თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლება რელიგიის თავისუფლების უსაფუძვლოდ შეზღუდვას აკანონებს და რელიგიურ ჯგუფებზე კონტროლის მოპოვებას გეგმავს.

განსაკუთრებით სადავო, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ჩარჩოებიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერია.

იურისტები აცხადებენ, რომ სადავო ჩანაწერი, რომელიც ორი მოსმენით საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე მიიღო, ევროსტანდარტს ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს გააქტიურებისა და რეკომენდაციების მომზადებისკენ მოუწოდებენ. კონკრეტული მიმართვა აქვთ საქართველოს პრეზიდენტთანაც.

მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებში საფრთხეს ხედავს რელიგიური კომფესიების წარმომადგენელთა ნაწილი.

დღის ამბები