18 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
ავღანეთში თავდასხმისას ქართველი სამხედრო დაიღუპა 

ქართველი სამხედრო დაიღუპა ავღანეთში. 25 წლის უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვას ადასტურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას, თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი გარდაიცვალა."

თავდასხმისას ასევე, დაშავდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე - აქედან ერთის, კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დამაკმაყოფილებელია დანარჩენების მდგომარეობა. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში იმყოფებიან.

მომხდარის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილი უმცროსი სერჟანტის ოჯახს.

დღის ამბები