ავღანეთის ყანდაღარის პროვინციაში საერთაშორისო ძალებზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია 2 აგვისტოს გავრცელდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა ნატოს სამხედრო კოლონის მახლობლად ააფეთქა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ასევე 2 ამერიკელი ჯარისკაცი. არიან დაშავებულები. მომხდარი დაგმო ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ნატოს სამხედრო კოლონაზე თავდასხმა მოხდა ქაბულშიც, რომელიც ასევე თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. შედეგად საერთაშორისო კოალიციის წევრი ერთი ჯარისკაცი და სულ მცირე 3 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, 5 ადამიანი დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება თვლის, რომ ტერაქტები თალიბანმა განახორციელა.