ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს მამა გიორგი მამალაძე უნდა დაკითხონ. ადვოკატების თქმით, დეკანოზი კიდევ ერთხელ ისაუბრებს საქმის დეტალებსა და მის დაკავებაზე.
დაცვის მხარის განმარტებით, ამ ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ის უდანაშაულოა. დაკითხვის შემდეგ პროცესი აეროპორტის სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეო მასალის გამოკვლევით გაგრძელდება, რაც დაცვის მხარისთვის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.