18 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ელენე ხოშტარია კარდიოლოგიის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია კარდიოლოგიის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. როგორც გაირკვა, გუდამაყრის 2 ნომერში მცხოვრებლებს ამ დრომდე ელექტროენერგია არ აქვთ. 180-მდე ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას ამ დრომდე უშედეგოდ სთხოვს.

მოსახლეობის ინფორმაციით, მათ საკუთარი სახსრებით მრიცხველები შეიძინეს, თუმცა სამუშაოების დასასრულებლად საჭირო თანხა მათ არ გააჩნიათ. ოჯახების ნაწილი აფხაზეთიდან დევნილია, ნაწილი კი სოციალურად დაუცველი.

ელენე ხოშტარიამ მოსახლეობას მისი საარჩევნო გეგმა გააცნო და მათ გამარჯვებას დაპირდა. 

 

დღის ამბები