ზუგდიდის საავადმყოფოში 22 წლის გოგო გარდაიცვალა, რომელიც ადგილზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან, Gemfest-დან მიიყვანეს. ექიმების ჩარევის მიუხედავად, 22 წლის ახალგაზრდას გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ცნობილია, რომ ზუგდიდის საავადმყოფოში ასევე გადაიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც მკურნალობა უტარდება.
ჯერჯერობით დაუდგენელია, რა ნივთიერებით არიან ახალგაზრდები მოწამლულები.
"რუსთავი 2"-სთვის ცნობილია ორივეს ვინაობა, თუმცა სამაუწყებლო კომპანია ამ ინფორმაციას და ფოტომასალას შეგნებულად არ აქვეყნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების ფაქტი დაუდასტურეს. უწყებაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს ექსპერტიზა.
შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.