ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან, Gemfest-დან ზუგდიდის საავადმყოფოში 2 პირი გადაიყვანეს. ამ დროისთვის ისინი საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში რჩებიან.
შემთხვევა შესაძლოა, საკლუბო ნარკოტიკის ზედოზირებას უკავშირდებოდეს, თუმცა ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოძიება გრძელდება.
მანამდე კი Gemfest-დან მიყვანილი გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონაც საავადმყოფოში კომატოზური მდგომარეობით მიიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ფესტივალზე ჩასული სტუმრების ჰოსპიტალიზაცია მანამდეც რამდენჯერმე გახდა საჭირო, რომელიც ასევე სავარაუდოდ, კლუბურ ნარკოტიკს უკავშირდება.