ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის თემის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა გურიანი-სუფსის მონაკვეთზე დიდი ტევადობის სატვირთო მანქანების მოძრაობას აპროტესტებს.
ადგილობრივები ხელისუფლებისგან მოითხოვენ თვითმცლელების მოძრაობის აკრძალვას. მოსახლეობის თქმით, მანქანები ასფალტის საფარს აზიანებს.