22 წლის გოგონა უგონო მდგომარეობაში სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გვიან ღამით გადაიყვანა. პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ექიმების თქმით, გოგოს სიკვდილის მიზეზი გაურკვეველი ნივთიერების გადაჭარბებული დოზა გახდა. იყო თუ არა ეს ნივთიერება კლუბური ნარკოტიკი, პასუხი ამ კითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს.
Gemfest-ზე ჩასული სტუმრებიდან გუშინ სასწრაფოს დახმარება 10 ადამიანს დასჭირდა, აქედან 6 საავადმყოფოში გადაიყვანეს. განსაკუთრებით მძიმეა ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ფესტივალის მუსიკალურ ღონისძიებებზე დასასწრებად ჩასულები „კურიერს" უყვებიან, რომ ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ანაკლიაში, საფესტივალო ზონაში, შეზღუდვების გარეშე იყიდება.
ფესტივალის ორგანიზატორები ანაკლიაში Gemfest-ის ზონაში ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტს უარყოფენ, თუმცა გუშინ პოლიციამ კლუბური ნარკოტიკების შეძენა შენახვის ბრალდებით ერთი პირის დააკავა.
ავტორი: ემა გოგოხია.