ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალადობის მეორე შემთხვევა ტრანსგენდერ ქალზე. გამთენიისას მომხდარი ინციდენტის შესახებ მხოლოდ ერთი დაზარალებული ყვება. მისი მტკიცებით, პოლიცია მას და მის მეგობრებს აიძულებდა მათზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის ფაქტი არ გაესაჩივრებინათ. ტრანსგენდერი მირანდა ყვება, რომ ინციდენტი 5 ტრანსგენდერ ქალზე დღეს გამთენიისას მოხდა, ადგილზე პოლიცია თავად გამოიძახეს, თუმცა დახმარების ნაცვლად ძალოვანები აიძულებდნენ მომხდარი ფაქტი არ გაესაჩივრებინათ.
თავდასხმა ტრანსგენდერ ქალებზე ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თამარ მეფის ხიდთან მათ 2 მამაკაცმა მათ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ კი ერთ-ერთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
სამართალდამცველების მისვლამდე ორივე მამაკაცი ადგილიდან მიიმალა. მომხდარს თვითმხილველები არ ყავს, თუმცა მოწმის სტატუსით დაკითხავენ იმ პირებს, რომლებიც ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავდასხმის ფაქტზე უკვე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც 2-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.