18 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
ჩვენს ტერიტორიაზე არ არის დაშვებული ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვა - Gemfest-ის დამფუძნებელი

მუსიკალური ფესტივალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციით შეყვანილი 6 პირიდან კლინიკაში ამ დრომდე 4 მათგანი რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. Gemfest-დან საავადმყოფოში გადაყვანილებიდან ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა.

Gemfest-ის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლა მკაცრად არის გაკონტროლებული.

„ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღიდან მკაცრად კონტროლდება შემოსასვლელი. მიღებულია უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები იმიტომ, რომ ვიცოდით, ბევრი ადამიანი ჩამოვიდოდა ანაკლიასა და განმუხურში. ბოლო 2-3 დღის განმავლობაში 20 ათასზე მეტი ადამიანი შემოდის ერთი დღის განმავლობაში საფესტივალო ტერიტორიაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მობილიზებულები არიან, როგორც შემოსასვლელებთან, ასევე სანაპირო ზოლზე. ჩვენს ტერიტორიაზე არც ერთ შემთხვევაში არ არის დაშვებული ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვა,“ - განაცხადა Gemfest-ის დამფუძნებელმა, გიორგი სიგუამ.

შეგახსენებთ, რომ Gemfest-დან ზუგდიდის საავადმყოფოში გუშინ გადაყვანილი 22 წლის გოგო გარდაიცვალა. ექიმების ჩარევის მიუხედავად, ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები