თურქეთში, ამასიას პროვინციაში, მომხდარი ავარიის დროს საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არის ავტობუსის მძღოლიც.
დიდი სიჩქარით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი ქალაქ მერზიფონთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯებირი გაარღია და თხრილში გადავარდა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა. საქმეზე სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს.