18 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
არცევის მოსახლეობა ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლების პროცესს არ გამორიცხავს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ წინასწარ დაანონსებული სამუშაოების გამო ე.წ. სასაზღვრო ზოლთან მდებარე სოფლების მოსახლება საკუთარ მიწაზე მუშაობას ერიდება.

სოფელ არცევთან ამ დროისთვის რუსული ტექნიკის გადაადგილება არ შეიმჩნევა, თუმცა ადგილობრივები ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლების პროცესს არ გამორიცხავს.

ამასთანავე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტელევიზია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ავლებს ხნულებს ტრაქტორი.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხნულების გავლებას ხანძარსაწინააღმდეგო აუცილებლობით ხსნიან და ამბობენ, რომ მას საზღვართან კავშირი არ აქვს.

დღის ამბები