მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული და ამჟამად მიმალული ბექა კირვალიძის დედა, ლია ბეჟაშვილი, აცხადებს, რომ სამართალდამცველებს მისი შვილის წინააღმდეგ ნივთმტკიცება არ გააჩნიათ.
„ცხელ კვალზეა ჩემი შვილი დაჭერილი. როდემდე უნდა იმალოს ჩემი შვილი ან როდემდე იხარშონ ეს, თუნდაც, ზურა ქუთელია და ეს აგაჯანოვი ციხეში? პროკურატურა აწვება ამ ბავშვებს, რომ ეს ყაჩაღობა დამტკიცდეს,“ - აცხადებს ბექა კირვალიძის დედა, ლია ბეჟაშვილი.