საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ბოლო 4 თვეში 32 ათასით გაიზარდა. სოციალურად დაუცველთა სიის ზრდას არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სპეციალისტების ნაწილი პოლიტიკურ სვლად აფასებს.
ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ ამ ვარაუდის მთავარი არგუმენტი სწორედ ოფიციალური სტატისტიკაა. ამომრჩეველთა გულის მოსაგებად, წინასაარჩევნოდ გაზრდილი სოციალურად დაუცველთა სია ხელისუფლების მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ტრადიციულ მეთოდად იქცა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სოციალური ფულადი შემწეობის დანიშვნისა და გაცემის სისტემა ხარვეზიანია და პოლიტიკური მანიპულაციების საშუალებას იძლევა.
პოლიტიკურ მანიპულაციების შესახებ ბრალდებას ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ. უწყებაში ამტკიცებენ, რომ სოციალური დახმარების სისტემაში ხელოვნური ჩარევა გამორიცხულია.