18 ნოემბერი 2024,   16:00
ვრცლად
ცხელი აგვისტო - სინოპტიკოსები 40 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ

ზაფხულის სეზონზე ყველაზე მაღალი ტემპერატურაა 8 და 9 აგვისტოსაა მოსალოდნელი. გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.

40 გრადუსამდე სიცხეს სინოპტიკოსები ხვალ დასავლეთ საქართველოში, მათ შორის მაღალმთიან რაიონებში ელოდებიან, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი - 35 გრადუსს.

პროფკავშირები, ტემპერატურის მატების გამო, უქმე დღის გამოცხადებას, სათანადო სამუშაო პირობების შექმნას ან სამსახურებრივი საათების დროებით შემცირებას ითხოვენ.

ორგანიზაციის წევრები ღია ცის ქვეშ მომუშავეთა გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ.

მაღალი სიცხის გამო, ჯანდაცვის სამინსიტრომ საგანგებო რეკომენდაციები შეიმუშავა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები