ესპანეთმა ფერების ფესტივალს უმასპინძლა. ტრადიციული ინდური სანახაობა მადრიდში გაიმართა. "მონსუნ ჰოლიზე" დასასწრებად დედაქალაქის იმ უბანში, სადაც ეთნიკური ინდუსები ცხოვრობენ, ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
ფესტივალისთვის საგანგებოდ მოემზადნენ ლავაპის მცხოვრებლებიც, რომლებმაც რამდენიმე ტონა ფერადი ფხვნილი მოიმარაგეს. ფესტივალი კონცერტით დასრულდა, სადაც სტუმრებისთვის ტრადიული ინდური სიმღერები და ცეკვები შესრულდა.