18 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
ბახმაროში ავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა

ბახმაროში მომხდარი ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

შსს-მ საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

როგორც „რუსთავი 2“-ს თვითმხილველები უყვებიან, ქუჩა, რომელზეც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, საკმარისად განათებული არ არის.

ამავე თემაზე
დღის ამბები