18 ნოემბერი 2024,   16:02
ვრცლად
ქუთაისში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა - ქალი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში. ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 60 ქალბატონი ეზოს ხვეტდა, როდესაც მას ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა დილით, ნიკეას ქუჩაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლს გაქცვა არ უცდია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც თავად გამოიძახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები