18 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ასკანა-მშვიდობაური-ბახვის 7 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ასკანა-მშვიდობაური-ბახვის 7 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. 3 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა. პროექტის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა გზის 2 ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა და გარემონტდა 2 სახიდე გადასასვლელი.

„არსებული გზა იყო კატასტროფულ მდგომარეობაში, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, ასევე, ფეხით მიმოსვლა. გზა, პრაქტიკულად, დასრულებული არის და დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია კომფორტულად გადაადგილება,“ - განაცხადა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ლევან სუხიტაშვილმა.

დღის ამბები