ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის მოსახლეობამ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართა. ამჯერად ადგილობრივები უკვე შეკეთებული გზის მდგომარეობას აპროტესტებენ.
თუმცა, მანამდე ადგილობრივები გზის საფარის შეკეთებას და გაუვალი ადგილების ინერტული მასალით შევსებას ითხოვდნენ. ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოთხოვნა გაითვალისწინა და გზაზე ხრეში დაყარა. თუმცა, ადგილზე მიტანილი ინერტულ მასალაში კენჭების ნაცვლად, რეალურად ლოდები აღმოჩნდა და სოფლის ერთ ნაწილამდე მისვლა საერთოდ შეუძლებელი გახდა.