ეიფელის კოშკზე ევაკუაცია განხორციელდა. სამართალდამცველებმა მორიგი ტერაქტი აღკვეთეს. პარიზის პოლიციამ დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავა, რომელიც კოშკში შეჭრას ცდილობდა. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა, როდესაც ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობაში ათასობით ადამიანი იმყოფებოდა.
ძალოვანებმა ტურისტებს ნაგებობა დაატოვებინეს და ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს.
დაკავებულის ვინაობა და მოტივი ამ დროისთვის უცნობია. საფრანგეთის სპეცსამსახურები მოსალოდნელი ტერაქტების მაღალი საფრთხის შესახებ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ძალოვანებმა წლის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში 7 მასშტაბური თავდასხმა აღკვეთეს.
შინაგან საქმეთა მინისტრი მორიგ მცდელობებსაც არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ტერაქტების მოსაწყობად საფრანგეთში სირიიდან და ერაყიდან 270 ჯიჰადისტი დაბრუნდა. პარიზის ტერაქტების შემდეგ საფრანგეთში კვლავ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.