პარტია "ახალი საქართველო" სამოქალაქო მოძრაობას "ძალა ერთობაშია" შეუერთდა. პარტიის წევრები დღეს ყარაფილასთან ჩავიდნენ და მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებას და ოპოზიციას დეოკუპაციის ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება შესთავაზა, მოსახლეობას კი, ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქტივობებისკენ მოუწოდა.
„სწორედ ერთიანი ძალებით, ჩვენ უნდა შევქმნათ დეოკუპაციის სტრატეგია, პოზიციამაც და ოპოზიციამაც. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. ეს ხომ არის საკითხი, სადაც ყველა ერთიანები ვართ. ჩამოვაყალიბოთ დეოკუპაციის სტრატეგია,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.