18 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ჩამოსვენების ცერემონიას ქვეყნის პირველი პირები დაესწრნენ

სამშობლოში ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო ჩამოასვენეს. სამგლოვიარო ღონისძიებას, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში, ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულის ოჯახს. 

მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა გლობალური უსაფრთხოების დაცვისას. ის დაიღუპა საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლაში. მის ოჯახს, თანამებრძოლებს, ქართველ შეიარაღებულ ძალებს, მთლიანად ჩვენ ხალხს ვუსამძიმრებ თავისი ვაჟკაცის დაღუპვას შორეულ ავღანეთში,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირკაშვილმაც, რომელიც უმცროსი სერჟანტის ჩამოსვენებისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა.

„მინდა მივუსამძიმრო პირველ რიგში მის ოჯახს და ახლობლებს და ასევე მთელ ქვეყანას. საქართველო მისი ნათელი მომავლისთვის დაღუპულ გმირებს არ დაივიწყებს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დაღუპული სერჟანტის გმირობაზე ისაუბრა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

„უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი იყო თავისი ქვეყნის ღირსეული შვილი, საამაყო სამხედრო მოსამსახურე. მან თავისი ქვეყნის ინტერესებს შეწირა თავი და მისი სახელი იქნება უკვდაყოფილი და სამაგალითოა ის თითოეული ჩვენთაგანისთვის,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, მდინარი ბებიაშვილის ცხედარი სამშობლოში დღეს გადმოასვენეს. კოალიციის სამხედრო თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიით დახვდნენ ქართველი ჯარისკაცები, დაღუპულის ოჯახის წევრები, ქვეყნის მთავარსარდალი და მთავრობის წარმომადგენლები.

დღის ამბები