სვანეთში მაშველები მდინარეში გადავარდნილი მანქანის მძღოლს ეძებენ. კალა-უშგულის გზაზე ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა. შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ მაშველებმა მანქანის წყლიდან ამოყვანა მოახერხეს, თუმცა ის ცარიელი აღმოჩნდა.
სავარაუდოდ, მძღოლის ცხედარი მდინარემ წაიღო. მაშველების თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარე ყველაზე სწრაფია, რაც სამძებრო სამუშაოებში მყივნთავების ჩართვას ართულებს.