18 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
ავარია სოფელ ჩხარში - ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავარია თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში - ავტოსაგზაო შემთხვევას ორი 16 წლამდე მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. 30 წლამდე დაშავებულ მამაკაცს მრავლობითი ტრამვები და ტრამვული შოკი აღენიშნება და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თერჯოლაში, "ევექსის "კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მანქანა ხეს შეეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები