განმუხურში, ტერიტორიაზე, სადაც GEM Fest მიმდინარეობს, ნარკოდანაშაულისთვის ირანის ერთი მოქალაქე დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით სინთეზური ნარკოტიკული საშუალებაა ამოღებული.
დაკავებულის მტკიცებით, ნარკოტიკი ზღვის სანაპიროზე იპოვა.
ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკული მოწამვლის გამო GEM Fest -ის 10-ზე მეტი სტუმრის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, საიდანაც ერთი შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა.