18 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ენგურში გადავარდნილი მანქანის მძღოლის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

სვანეთში, ენგურში გადავარდნილი მანქანის მძღოლის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. პარალელურად, მაშველები მდინარეში ჩავარდნილი ავტომობილს წყლიდან ამოღებას ცდილობენ, თუმცა ამბობენ, რომ იქ მძღოლის პოვნის შანსები მინიმალურია.

მძღოლი, რომელიც ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება, ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მისი ცხედარი ენგურმა გაიტაცა.

აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარე ყველაზე სწრაფია, რაც სამაშველო სამუშაოებს ართულებს. შემთხვევა გუშინ კალა-უშგულის გზაზე მოხდა.

დღის ამბები