საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდასთან სავალი გზიდან ტოიოტას მარკის ავტომობილი გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მგზავრი ჯანმრთელობის დაზიანებით სავადმყოფოში გადაყვანილი.
საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.