საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მედიასაშუალებებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
საბჭოს განმარტებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და ავტომობილი დროებით სარგებლობაში გადაეცა არა ლევან მურუსიძეს, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეულ არამოსამართლე წევრს.
"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, სარგებლობს 2013 წელს შეძენილი ავტომობილით, ხოლო ლევან მურუსიძეს აღარ ემსახურება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ავტომობილი," - აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.