გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში წითელუბანსა და დიცში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა დაასრულა. შედგად, კონფლიქტურ ზონაში მდებარე სოფლები, სადაც მანამდე წყალმომარაგების ქსელი საერთოდ არ არსებობდა, 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი.
პარალელურად, წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდა კიდევ 8 სოფელს, სულ 11 000 აბონენტს, როლებსაც პრობლემა 2008 წლის ომის შემდეგ შეექმნათ.