ლაგოდეხში უკვე 6 საათზე მეტია, ხანძარს ებრძვიან. დამწვარია 3 ჰექტარზე მეტი ფართობის ეკლიანი ბორცვი და ნახევარ ჰექტარზე მეტი ვენახი.
ადგილზე ამ დროსთვის 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს და აგრძლებს ხანძრის კერის ლოკალიზებას.
ლაგოდეხის გამგებლის განცხადებთ, ხანძრის საცხოვრებელი სახლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი დაუდევრობა გახდა.