თბილისის ზოოპარკში ხანძარი იყო. ცეცხლი ხის ტოტის ჩამოვარდნის შედეგად, სადენის მოწყვეტამ გამოიწვია.
ზოოპარკში არსებულ ძველ შენობას - ილუზიონს, სადენი დაეცა, რასაც მოკლე ჩართვა და ხანძარი მოჰყვა.
როგორც რუსთავი2-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განუცხადეს, მეხანძრეებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს, დამწვარია 30 კვადრატული მეტრი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.