ქართული ჯარისთვის ქართულ პროდუქტი ყიდვა სავალდებულო აღარ არის. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჯარისკაცებისთვის ახლა მხოლოდ იმპორტირებული და გაყინული ხორცით მომარაგება დასაშვები ხდება.
სატენდერო პირობები შეცვლის შემდეგ უწყებამ დოკუმენტიდან ჯარში ხორცის საქართველოში მდებარე სასაკლაოებიდან მიწოდების აუცილებლობის პირობა ამოიღო. სატენდერო პირობებიდან ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტრო მზად არის, მილიონობით ლარი გაყინულ, იმპორტირებულ ხორცში გადაიხადოს. ქართული ჯარის ქართული პროდუქტებით მომარაგება სავალდებულო თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, გახადა.
თავდაცვის სამინისტრომ, ხორცპროდუქტების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოვლინა. სამინისტროს ხორცით შპს უხვი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ხორცით მოამარაგებს.
თინა ხიდაშელი კი სატენდერო პირობების შეცვლას სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 8 აგვისტოს კიდევ ერთი ტენდერის ვადა იწურება, რომელიც ექსპერტთა წრეებში შესაძლო კორუფციული შეთანხმების შესახებ ეჭვებს იწვევს. ამ ტენდერის დასრულების შემდეგ ჯარის საველე ულუფებით მომარაგების უზრუნველმყოფი კომპანია გაირკვევა.
თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარისკაცების კვებაზე გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით კითხვები კერძო კომპანიებსაც აქვს. კომპანია ნაციონალური დელიკატები თავდაცვის სამინისტრო დავების საბჭოში უჩივის. რა შედეგით დასრულდება დავა, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა.