2008 წლის აგვისტოს შემდეგ ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რუსული ტყვიების და ბომბების გამანადგურებელი ძალა, უკვე 9 წელია, ცდილობენ, დაუბრუნდნენ მშვიდობიან ცხოვრებას.
დაბომბილი გორის იმ მცხოვრებლებისთვის, ვინც რუსეთთან ომს წინა ხაზზე შეხვდა, დღეს ცხოვრება ყოველდღიურ ბრძოლად იქცა.
ციცინო ქუშაშვილი 2008 წლის 9 აგვისტოს იხსენებს. ომგამოვლილი, მარჩენალდაკარგული ოჯახი თვიდან თვემდე მხოლოდ 180 ლარი ცხოვრობს. ფული საკვებზეც კი არ ჰყოფნით, ამიტომ მისმა შვილიშვილმა, 22 წლის გივიკომ, უნივერსიტეტში უსახსრობის გამო სწავლა შეწყვიტა.
კიდევ ერთი ადამიანი, სოფიო მურადოვი, რომელიც გორის დაბომბვის შემდეგ ცეცხლის ალში გახვეული დახმარებას ითხოვდა, დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს. ის მხოლოდ 180-ლარიანი პენსიით ცხოვრობს და მისი თქმით, თანხა მარტო წამლებისთვის ჰყოფნის. ოთახიდან ოთახში კი ერთადერთი მიზნით, ომის შესახებ წიგნების წასაკითხად გადის.