ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარში მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას. ადგილზე დამატებითი ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო.
ცეცხლის კერების ლოკალიზებას 8 რაიონის 80-მდე მეხანძრე ცდილობს. ხანძარი სოფლის მიმდებარედ ოთხ ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული. ძნელად მისადგომი ტერიტორიის გამო სალიკვიდაციო სამუშაო გართულებულია.
ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ადგილობრივები მაღალ ტემპერატურას ასახელებენ.