18 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
სახელმწიფოებრიობა ერთიანობამ შეგვინარჩუნა, ძალა ერთობაშია - გიორგი ვაშაძე

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გუშინ დღის ბოლოს "ახალი საქართველოს" წევრებმა გაიხსენეს. ისინი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ახალგაზრდული ფრთის წევრებთან ერთად ავიდნენ. მათ სანთლები დაანთეს და ჰაერში, სიმბოლურად, წითელი ფრანები გაუშვეს.

"ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და თითოეული ქართველის ვალია, ახსოვდეს ბრძოლის ველზე დაღუპული ჯარისკაცები.

„2008 წელი და ომი, აგრესია, რომელიც ჩვენ მივიღეთ რუსეთის მხრიდან, ეს არის მსოფლიო ისტორიისთვის მნიშვნელოვანი დღე, არა მარტო საქართველოსთვის და ერთადერთი, რამაც ჩვენ ჩვენი სახელმწიფოებრიობა შეგვინარჩუნა, ეს არის ჩვენი ერთიანობა, ძალა ერთობაშია, ეს უნდა გვახსოვდეს ყველას,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახალგაზრდული ფრთის წევრების თქმით, ისინი გააგრძელებენ საქმეს, რომლისთვისაც ქართველმა გმირებმა თავი შესწირეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები