ცოცხალი ჯაჭვი საოკუპაციო ზოლიდან 400 მეტრში - ოკუპანტების მიერ გავლებულ ე.წ. საზღვართან დღეს მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთთან უკვე შეიკრიბნენ, ისინი ცოცხალ ჯაჭვს ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე შეკრავენ და ამ ფორმით საქართველოს ანექსიას გააპროტესტებენ.
„შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ რუსული ოკუპაცია, რომელიც არ ჩერდება 2008 წლის შემდეგ, რომელიც დაწყებული არის 200 წლის წინ. ვცდილობთ გავაერთიანოთ მთლიანად სამოქალაქო საზოგადოება, დავაყენოთ პროტესტის და ბრძოლის ლიანდაგზე, რომელიც საქართველოს დეოკუპაციამდე მოგვიყვანს,“ - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, დავით ქაცარავამ.