ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2"-ს დაუდასტურეს. მათი გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. გარდაცვლილთა ცხედრები დღეს იპოვნეს.
ახალგაზრდებთან დაკავშირებას, რომლებიც აჭარაში დასასვენებლად იმყოფებოდნენ, მშობლები 4 დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ, რის შემდეგაც ბათუმში თავადვე ჩავიდნენ. სახლი, რომელიც მათ ნაქირავები ქონდათ, მშობლებს დაკეტილი დახვდათ. კარები ძალის გამოყენებით გატეხეს, შიგნით შესულებმა კი ორივე მათგანი გარდაცვლილი იპოვეს.
ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.