18 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
ნარკოდანაშაულისთვის ანაკლიასა და განმუხურში 2 პირი დააკავეს - მათ შორის ერთი ირანის მოქალაქეა

დაკავებები ნარკოდანაშაულისთვის სამეგრელოში. სამართალდამცველებმა ანაკლიაში ირანის მოქალაქეს ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს პოლიციელებმა განმუხურში. მას ნარკოტიკული საშუალების შემცველი 2 ფირფიტა აღმოუჩინეს. დაკავებულს "მარიხუანის", "ამფეტამინის", "მეტამფეტამინის" და „მდმა“-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

საქმეზე გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სსკ-ის 260-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები