18 ნოემბერი 2024,   16:00
ვრცლად
ომი ჩვენს ობიექტივში - ფოტო გამოფენა თბილისის პარლამენტის შენობის ეზოში

ომი ჩვენს ობიექტივში - ამ სახელწოდების ფოტო გამოფენა გაიმართა თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის ეზოში, სადაც აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო მასალა იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა 5 ფოტო რეპორტიორის 90 ნამუშევარი შეეფასებინა, რომელიც ომის პერიოდში ყველა წამყვანი გამოცემის ფურცლებზე მოხვდა. გამოფენა ომის დროს დაღუპულ რეპორტიორებს მიეძღვნა.

ღონისძიებას დაესწრო პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც მადლობა გადაუხადა ფოტო ხელოვანებს მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის.

გამოფენა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასზე დასწრება ყველას შეუძლია.

დღის ამბები